გადასვლა მთავარ შიგთავსზე

ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საქმე

გამოქვეყნდა ·

ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საქმე

საქმეს აწარმოებდა: ადვოკატი ანი ლომიძე

საქმე ეხებოდა 2022 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისგან ითხოვდა 6 000 აშშ დოლარს ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ და დამატებით ყოველთვიურად 2 199,268 ლარს მიუღებელი შემოსავლის სახით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მხოლოდ ორი წლის პერიოდზე გაანგარიშებით, მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა 52 782 ლარს აღემატებოდა და თანხა ყოველთვიურად იზრდებოდა.

დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მიუღებელი შემოსავალი რეალურად არ არსებობდა. სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, მათ შორის ტაქსოპარკიდან და თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოსარჩელეს ტაქსით მომსახურება არ შეუწყვეტია და კვლავ აგრძელებდა საქმიანობას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის არგუმენტები და დაადგინა, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი. შედეგად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა სასამართლომ სრულად უარყო.

დავა ასევე შეეხებოდა დაზიანებული ავტომობილის ღირებულებას. მოსარჩელე ავტომობილის ღირებულების ანაზღაურებას მის მიერ მითითებული ოდენობით ითხოვდა, თუმცა დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა დამოუკიდებელი შეფასება, რომელიც ავტომობილის მნიშვნელოვნად ნაკლებ ღირებულებას ადასტურებდა. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შეფასება და მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც შეამცირა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ წარდგენილი სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ნაწილი - ყოველთვიური მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება სრულად იქნა უარყოფილი.

საქმეზე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებს წარმოადგენდა ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატი ანი ლომიძე.

დაბრუნება: ქეისები

დაკავშირებული საქმეები

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე