გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იურიდიული პრაქტიკა 2006 წლიდან

ადვოკატი თბილისში.

ჩვენ ვახორციელებთ კვალიფიციურ დაცვას რთულ საქმეებზე სამართლის სხვადასხვა დარგში.

ბექა ნემსიწვერიძე — დამფუძნებელი ადვოკატი

დამფუძნებელი ადვოკატი

ბექა ნემსიწვერიძე

თბილისი
2006

იურიდიული პრაქტიკა

999+

წარმოებული საქმე

91%

მოგებული საქმე

ჩვენი სერვისები

პროფესიონალური იურიდიული კონსულტაცია.

სრული იურიდიული მომსახურება სამართლის ყველა ძირითად მიმართულებით.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა თითოეული კლიენტის ინტერესების დაცვა პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და პრინციპულობით.

ჩვენ გვჯერა, რომ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ კანონის ცოდნას, არამედ გამოცდილებას, საქმის გარემოებების სიღრმისეულ ანალიზს, სწორ სტრატეგიას და თითოეული კლიენტის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევა, არამედ კლიენტის ნდობის გამართლება და მისი ინტერესების თანმიმდევრული დაცვა საქმის ყველა ეტაპზე.

იურიდიული პრაქტიკა 2006 წლიდან
ჩემი ისტორია

ბექა ნემსიწვერიძე

იურიდიული პრაქტიკა 2006 წელს დავიწყე. 2019 წლამდე ვახორციელებდი კერძო საადვოკატო პრაქტიკას სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებით. 2019 წლიდან 2022 წლამდე ვიყავი სხვადასხვა იურიდიული კომპანიის პარტნიორი და დირექტორი, ხოლო 2022 წელს დავაფუძნე „ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიურო“.

ჩვენ შესახებ

რატომ გვირჩევენ ჩვენ?

კლიენტი ადვოკატს ხშირად მაშინ მიმართავს, როდესაც მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ასეთ დროს მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ გამოცდილებას, სტრატეგიულ აზროვნებას და პასუხისმგებლობას, რომელსაც ადვოკატი კონკრეტულ საქმეზე იღებს.

შეგვხვდით ბიუროში
01

გამოცდილება და რეპუტაცია

ჩვენი პროფესიული გამოცდილება წლების განმავლობაში წარმოებულ საქმეებსა და მიღწეულ შედეგებს ეფუძნება. ვმუშაობთ როგორც კომპლექსურ და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეებზე, ისე კლიენტების ყოველდღიურ სამართლებრივ საკითხებზე. თითოეულ შემთხვევაში ჩვენი სტანდარტი უცვლელია — პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვა.

02

სიღრმისეული ანალიზი და ძლიერი სტრატეგია

ძლიერი სამართლებრივი პოზიცია იწყება საქმის დეტალური შესწავლით. ჩვენ ვაანალიზებთ ფაქტებს, მტკიცებულებებს, სამართლებრივ გარემოებებსა და შესაძლო რისკებს, ვაფასებთ პროცესის განვითარების სხვადასხვა სცენარს და ამის საფუძველზე ვაყალიბებთ კონკრეტულ საქმეზე მორგებულ სტრატეგიას.

03

სრული ჩართულობა

ჩვენთვის საქმის მიღება მხოლოდ წარმომადგენლობას არ ნიშნავს. ეს არის პასუხისმგებლობა კლიენტის ინტერესებსა და საქმის წარმოების ხარისხზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებთ გააზრებულად, კლიენტთან მუდმივი კომუნიკაციით და საქმეში სრულად ჩართულები ვრჩებით მისი წარმოების ყველა ეტაპზე.

ქეისები

დასრულებული საქმეები.

რეალური საქმეები პრაქტიკიდან — გამამართლებელი განაჩენები, დევნის შეწყვეტა და მოგებული დავები.

ყველა ქეისი
როგორ ვმუშაობთ

პირველი შეხვედრიდან საქმის შედეგამდე.

  1. 1

    კონსულტაცია

  2. 2

    საქმის ანალიზი

  3. 3

    სტრატეგია

  4. 4

    წარმომადგენლობა

  5. 5

    შედეგი

რას ამბობენ ჩვენზე

კლიენტების შეფასებები.

  • სატრანსპორტო კომპანია „IVIRTRANS“ დიდ მადლობას უხდის გაწეული იურიდიული დახმარებისთვის. პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება ახასიათებს ამ სპეციალისტს და უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. სხვა იურისტების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორების შემდეგ მან სწორად წარმოადგინა ჩვენი ინტერესები. გმადლობთ გაწეული შრომისთვის და ყველას ვურჩევთ, მიმართოთ კვალიფიციური დახმარებისთვის. წარმატებებს გისურვებთ.

    IVIRTRANS

    კომპანიათა ჯგუფი

  • დიდი მადლობა პროფესიონალიზმისა და ჩემს საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში დახმარებისთვის. იმედი მაქვს, თქვენი მუშაობა კიდევ ბევრ ადამიანს დაეხმარება საკუთარი სამოქალაქო უფლებების დაცვაში!

    Simon Alex

    ფიზიკური პირი

  • დიდი მადლობა ადვოკატს პროფესიული იურიდიული დახმარებისთვის. მან დაიცვა ჩემი ინტერესები სასამართლოში ჩემ მიმართ წარდგენილი ზიანის ანაზღაურების სარჩელისგან. ეს ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია!

    Andrej Gerasimchik

    დირექტორი

  • ბექა მიცავდა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ცივი იარაღის ტარებას მედავებოდნენ. მის მიერ დანიშნული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ჩემი დანა არ წარმოადგენდა ცივ იარაღს და შესაბამისად გავმართლდი სასამართლოში. დიდი მადლობა!

    ო.ს.

    კლიენტი

  • ბექა ნემსიწვერიძე იყო ჩემი ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეში, სადაც ბრალად მედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში. 9 თვიანი ბრძოლის შემდეგ მან დაამტკიცა, რომ მე ბრალად წარდგენილი დანაშაული არ ჩამიდენია და ჩემს მიმართ გამოვიდა გამამართლებელი განაჩენი. მადლობა!

    გ.ბ.

    კლიენტი

  • ჩემი ადვოკატი იყო ავთანდილ გიორგაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას მედავებოდნენ, რომელ დანაშაულთანაც მე არანაირი კავშირი არ მქონდა. მისი ძალისხმევით და მის მიერ შეგროვებული ალტერნატიული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ მე სრულად გამამართლა და დავუბრუნდი ნორმალურ ცხოვრებას. მან დაამტკიცა, რომ ცრუ მოწმეები ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდნენ ანგარებით!

    მ.კ.

    კლიენტი

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები მთავარ კითხვებზე.

თუ თქვენი კითხვა სიაში არ არის, დაგვირეკეთ — გიპასუხებთ უფასოდ.

  • სამართლის რომელ დარგებში მუშაობთ?

    სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საიმიგრაციო, საოჯახო, მემკვიდრეობის, შრომის და კორპორატიული სამართალი. ვახორციელებთ წარმომადგენლობას სასამართლოს ყველა ინსტანციასა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

  • რა ენებზე ტარდება კონსულტაცია?

    ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ბიუროს გუნდი ემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

  • სად მდებარეობს ოფისი და როგორ ჩავეწერო?

    ოფისი მდებარეობს თბილისის ცენტრში, პ. მელიქიშვილის 17, ოფისი 59. სამუშაო საათები — ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00. ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონით +995 597 22 28 28 ან საიტზე განთავსებული ფორმით.

  • ემსახურებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?

    დიახ. ვმუშაობთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და საქართველოში მოქმედ უცხოური კაპიტალის კომპანიებთან, მათ შორის ბინადრობის ნებართვის, მოქალაქეობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე.

  • კონფიდენციალურია თუ არა მიმართვა?

    დიახ. ყოველი მიმართვა განიხილება სრული კონფიდენციალურობით, მიუხედავად იმისა, დაიწყება თუ არა შემდგომი თანამშრომლობა.

  • რა უნდა გავაკეთო, თუ დახმარება სასწრაფოდ მჭირდება?

    დარეკეთ ნომერზე +995 597 22 28 28. დაკავების, ჩხრეკის ან დაკითხვის შემთხვევაში დრო კრიტიკულია — ადვოკატთან დაკავშირება საჭიროა ახსნა-განმარტების მიცემამდე.

ჩაეწერეთ

კონსულტაციაზე

მოგვწერეთ თქვენი საკითხის შესახებ. ჩვენ სწრაფად გიპასუხებთ და ყოველ მიმართვას სრული კონფიდენციალურობით განვიხილავთ.

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე