რა სამართლებრივ დახმარებას ვახორციელებთ
- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პერსპექტივის წინასწარი შეფასება
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის შესაძლო შემთხვევების სამართლებრივი ანალიზი
- საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების შეფასება
- შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის შეფასება
- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრის მომზადება და წარდგენა
- სასამართლოს წინაშე განმცხადებლის სრული სამართლებრივი წარმომადგენლობა
- სასამართლოს მიერ საქმის კომუნიკაციის შემდეგ წერილობითი პოზიციისა და სამართლებრივი არგუმენტაციის მომზადება
- სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე პასუხის მომზადება
- ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის კვლევა და საქმეზე შესაბამისი პრაქტიკის გამოყენება
- სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის მომზადება (Article 41)
- მორიგების შესახებ მოლაპარაკებებში წარმომადგენლობა
- სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციის შეფასება და მასზე პოზიციის მომზადება
- გადაუდებელი დროებითი ღონისძიების მოთხოვნის მომზადება — Rule 39
- ექსტრადიციისა და გაძევების საქმეებზე Rule 39-ის ფარგლებში სასამართლოსთვის გადაუდებელი მიმართვის მომზადება
- პატიმრობის პირობებთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სიცოცხლის ან არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხესთან დაკავშირებულ საქმეებზე გადაუდებელი სამართლებრივი რეაგირება
- სასამართლოს წინაშე დამატებითი წერილობითი მოსაზრებებისა და დოკუმენტების წარდგენა
- სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე სამართლებრივი პასუხების მომზადება
- საჭიროების შემთხვევაში საქმის ზეპირი განხილვისთვის მომზადება და წარმომადგენლობა
- დიდი პალატისთვის საქმის გადაცემის მოთხოვნის მომზადება (Grand Chamber Referral)
- ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამართლებრივი კონსულტაცია გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით
- ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნულ დონეზე შესაძლო შემდგომი სამართლებრივი მოქმედებების შეფასება
რა შემთხვევებში შეგიძლიათ მოგვმართოთ
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვა შესაძლებელია, როდესაც არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციით დაცული უფლება და დაკმაყოფილებულია სასამართლოსთვის მიმართვის შესაბამისი წინაპირობები.
ჩვენ ვმუშაობთ საქმეებზე, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს:
- სიცოცხლის უფლების დარღვევას
- წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას
- უკანონო დაკავებასა და პატიმრობას
- სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას
- უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას
- დაცვის უფლებისა და მხარეთა თანასწორობის დარღვევას
- სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრობლემებს
- საქმის განხილვის არაგონივრულ ვადას
- პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევას
- გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას
- საკუთრების უფლების დარღვევას
- დისკრიმინაციას
- ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობას
- ექსტრადიციასა და ქვეყნიდან გაძევებას ადამიანის უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის პირობებში
- პატიმრობის არასათანადო პირობებსა და პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი ოქმებით დაცული სხვა უფლებების დარღვევას
საქმის შეფასება სტრასბურგში მიმართვამდე
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის მომზადება იწყება არა ფორმის შევსებით, არამედ საქმის სრული სამართლებრივი ანალიზით.
ჩვენ ვსწავლობთ ეროვნულ დონეზე წარმოებულ საქმეს, სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და სხვა მნიშვნელოვან მასალებს, ვადგენთ, რომელი კონვენციური უფლება შეიძლება იყოს დარღვეული, ვაფასებთ საჩივრის დასაშვებობას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკას.
მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვრება სტრასბურგში საქმის წარმოების სამართლებრივი სტრატეგია.
