გადასვლა მთავარ შიგთავსზე

სისხლის სამართალი

სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში: ბრალდებულის, მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების დაცვა გამოძიების, სასამართლოსა და ექსტრადიციის ეტაპზე.

  • ბრალდებულის ინტერესების დაცვა გამოძიების ეტაპზე
  • ბრალდებულის ინტერესების დაცვა სასამართლოში
  • მოწმის ინტერესების დაცვა გამოძიების ეტაპზე
  • მოწმის ინტერესების დაცვა სასამართლოში დაკითხვისას
  • დაზარალებულის ინტერესების დაცვა
  • დაცვა ექსტრადაციის პროცედურებისას

სისხლისსამართლებრივი დევნა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პროცედურა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის თავისუფლებას, რეპუტაციას და მომავალს. გამოძიების ან სასამართლო პროცესში დაშვებულმა ერთმა შეცდომამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები, როგორიცაა:

  • თავისუფლების აღკვეთა
  • ქონებრივი აქტივების დაკარგვა
  • გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი
  • ფიგურანტად ჩამოყალიბება სისხლის სამართლის საქმეში

ჩვენი მიზანია კლიენტის უსაფრთხოება და მისი სამართლებრივი პოზიციის მოძლიერება ყველა ეტაპზე.


ჩვენი ფირმა უზრუნველყოფს დაცვას ყველა მნიშვნელოვან სისხლისსამართლებრივ მიმართულებაში:

  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები (მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, სხეულის დაზიანება და სხვა)
  • საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულები (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა)
  • ნარკოტიკული დანაშაულები
  • ოჯახური ძალადობა
  • იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება
  • ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულები
  • სხვა ნებისმიერი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში

თითოეული საქმე მოწმდება ინდივიდუალურად, დეტალურად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.


ჩვენი გუნდი ახორციელებს სრულ დაცვას გამოძიების, სასამართლოსა და აღსრულების ეტაპზე:

  • საქმეში ჩართვა საწყის ეტაპზევე, რაც ამცირებს ბრალდების რისკებს
  • დაკითხვებზე, ჩხრეკაზე და სხვა საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრება
  • საქმის მასალების დეტალური იურიდიული ანალიზი
  • პროცედურული დარღვევების გამოვლენა და გასაჩივრება
  • დაცვის სტრატეგიის ჩამოყალიბება და შეთანხმება კლიენტთან
  • ალტერნატიული გამოძიების ჩატარება და მტკიცებულებების მოპოვება
  • დაცვა სასამართლოს ყველა ინსტანციაში
  • კლიენტის ინტერესების დაცვა აღსრულების ეტაპზე

ჩვენი მიდგომა ეფუძნება იურიდიული არგუმენტაციის სიზუსტეს და საქმეში მაქსიმალურ ჩართულობას.

ადვოკატის ჩართვა სისხლის სამართლის საქმეში ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების შანსს. გამოძიების პროცესში დაუცველმა პირმა შესაძლოა:

  • თვითდამნაშავედ წარმოაჩინოს თავი
  • გასცეს არასწორი ახსნა-განმარტება
  • უცოდუნრიბის გამო მიიღოს მონაწილეობა კანონის დარღვევით წარმოებულ მოქმედებაში

ხშირია შემთხვევა, როდესაც მოწმის სახით მისული ადამიანი, გამომძიებლის დაპირებით („სახლში მალე გაგიშვებ“), აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია, რის შედეგადაც ბრალდებული და დაკავებულიც კი ხდება.

ჩვენი ჩართულობა თავიდან აგარიდებთ:

  • უკანონო ბრალდებას
  • საპატიმროში აღმოჩენას
  • პროცედურულ შეცდომებს, რომლებიც მომავალში რთულად გასასწორებელია

სწორად დაგეგმილი ნაბიჯები ადრეულ ეტაპზე განსაზღვრავს მთელი პროცესის შედეგს.


თუ:

  • დაწყებულია გამოძიება
  • მოწმის სტატუსით მიგიყვანეს ან მიაჩნიხართ სავარაუდო დამნაშვეთ
  • არსებობს ბრალდების ან დაკავების რეალური რისკი

მაშინ დაუყოვნებლივ აუცილებელია სისხლის სამართლის ადვოკატის კონსულტაცია.

სწორი სამართლებრივი ნაბიჯები ახლა — არის თქვენი თავისუფლების და მომავლის დაცვა.

ხშირად დასმული კითხვები

  • როდის უნდა ჩაერთოს ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეში?

    რაც შეიძლება ადრე — დაკავების, პირველივე დაკითხვის ან ჩხრეკის მომენტიდან. ადრეულ ეტაპზე დაშვებული პროცედურული შეცდომა მომავალში რთულად გამოსასწორებელია, ხოლო ადვოკატის დროული ჩართვა ზრდის საქმის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის შანსს.

  • იცავთ თუ არა მხოლოდ ბრალდებულს?

    არა. ჩვენ ვიცავთ ბრალდებულის ინტერესებს გამოძიებისა და სასამართლოს ეტაპზე, მოწმის ინტერესებს დაკითხვისას, დაზარალებულის ინტერესებს, ასევე ვუზრუნველყოფთ დაცვას ექსტრადიციის პროცედურებისას.

  • რა უნდა გააკეთოს დაკავებულმა ადვოკატის მოსვლამდე?

    ისარგებლოს დუმილის უფლებით და არ მისცეს ახსნა-განმარტება ადვოკატის გარეშე. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოწმის სტატუსით მისული ადამიანი აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია, და შემდეგ ბრალდებული ხდება.

  • ემსახურებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?

    დიახ. კონსულტაციასა და დაცვას ვახორციელებთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, მათ შორის ექსტრადიციისა და დეპორტაციის საქმეებში.

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე