გადასვლა მთავარ შიგთავსზე
ჩვენ შესახებ

ბექა ნემსიწვერიძე

ადვოკატი

ადვოკატთა ასოციაციის რეესტრის ნომერი: 5327

იურიდიული პრაქტიკა 2006 წელს დავიწყე. 2019 წლამდე ვახორციელებდი კერძო საადვოკატო პრაქტიკას სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებით. 2019 წლიდან 2022 წლამდე ვიყავი სხვადასხვა იურიდიული კომპანიის პარტნიორი და დირექტორი, ხოლო 2022 წელს დავაფუძნე „ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიურო“.

ბექა ნემსიწვერიძე — ადვოკატი
ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა თითოეული კლიენტის ინტერესების დაცვა პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და პრინციპულობით.

ჩვენ გვჯერა, რომ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ კანონის ცოდნას, არამედ გამოცდილებას, საქმის გარემოებების სიღრმისეულ ანალიზს, სწორ სტრატეგიას და თითოეული კლიენტის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევა, არამედ კლიენტის ნდობის გამართლება და მისი ინტერესების თანმიმდევრული დაცვა საქმის ყველა ეტაპზე.

პროფესიული საქმიანობის საწყის ეტაპზე ვმუშაობდი როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე. შემდგომ წლებში ჩემი პრაქტიკის ძირითად მიმართულებად სისხლის სამართალი ჩამოყალიბდა, მათ შორის — რთული და მოცულობითი სისხლის სამართლის საქმეები, სადაც დაცვის ეფექტიანობა დამოკიდებულია მტკიცებულებების დეტალურ ანალიზზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სწორ შეფასებასა და დაცვის სტრატეგიის ზუსტად განსაზღვრაზე.

თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმუშავია სხვადასხვა სირთულისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეებზე, მათ შორის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის პროცესებზე. ჩემი პრაქტიკა მოიცავს დაცვის განხორციელებას გამოძიების დაწყებიდან საქმის სასამართლოში განხილვის ყველა ინსტანციამდე, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ პროცესებსა და ექსტრადიციასთან დაკავშირებულ საქმეებს.

პრაქტიკის განმავლობაში არაერთ საქმეზე მიღწეულა სრულად გამამართლებელი განაჩენი, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ბრალდების შეცვლა ან შემსუბუქება და კლიენტისთვის სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები.

ჩემი პროფესიული მიდგომის საფუძველია საქმის სრული და დამოუკიდებელი ანალიზი. დაცვის პოზიცია არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ბრალდების მიერ წარმოდგენილ მასალებზე რეაგირებას. მნიშვნელოვანია მტკიცებულებების დამოუკიდებლად მოძიება და შეფასება, ექსპერტების ჩართვა, პროცესუალური დარღვევების გამოვლენა და საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების შესწავლა.

2022 წელს „ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროს“ დაფუძნება ამ მრავალწლიანი პრაქტიკის გაგრძელება იყო. ბიუროს შექმნის მიზანი იყო სხვადასხვა სპეციალიზაციის ადვოკატებისა და იურისტების ერთ სივრცეში გაერთიანება და ისეთი პრაქტიკის ჩამოყალიბება, სადაც რთულ საქმეზე მუშაობა ეფუძნება არა ერთი იურისტის რესურსს, არამედ საჭიროების შემთხვევაში გუნდის კოორდინირებულ მუშაობას.

დღეს ვხელმძღვანელობ ბიუროს საქმიანობას და პირადად ვარ ჩართული ჩვენს წარმოებაში არსებულ მნიშვნელოვან საქმეებში. ამავე დროს, ბიუროს გუნდი უზრუნველყოფს კლიენტების წარმომადგენლობას სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, კორპორაციული და სამართლის სხვა მიმართულებებით.

ჩემთვის პროფესიული რეპუტაცია იქმნება არა განცხადებებით, არამედ წლების განმავლობაში წარმოებული საქმეებით, მიღებული შედეგებით და იმ ნდობით, რომელსაც კლიენტი ადვოკატს ანდობს. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული „ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროს“ საქმიანობაც — მაღალი პროფესიული სტანდარტი, პასუხისმგებლობა და თითოეული საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

2006

იურიდიული პრაქტიკა

999+

წარმოებული საქმე

91%

მოგებული საქმე

ჩვენ შესახებ

რატომ გვირჩევენ ჩვენ?

კლიენტი ადვოკატს ხშირად მაშინ მიმართავს, როდესაც მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ასეთ დროს მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ გამოცდილებას, სტრატეგიულ აზროვნებას და პასუხისმგებლობას, რომელსაც ადვოკატი კონკრეტულ საქმეზე იღებს.

შეგვხვდით ბიუროში
01

გამოცდილება და რეპუტაცია

ჩვენი პროფესიული გამოცდილება წლების განმავლობაში წარმოებულ საქმეებსა და მიღწეულ შედეგებს ეფუძნება. ვმუშაობთ როგორც კომპლექსურ და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეებზე, ისე კლიენტების ყოველდღიურ სამართლებრივ საკითხებზე. თითოეულ შემთხვევაში ჩვენი სტანდარტი უცვლელია — პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვა.

02

სიღრმისეული ანალიზი და ძლიერი სტრატეგია

ძლიერი სამართლებრივი პოზიცია იწყება საქმის დეტალური შესწავლით. ჩვენ ვაანალიზებთ ფაქტებს, მტკიცებულებებს, სამართლებრივ გარემოებებსა და შესაძლო რისკებს, ვაფასებთ პროცესის განვითარების სხვადასხვა სცენარს და ამის საფუძველზე ვაყალიბებთ კონკრეტულ საქმეზე მორგებულ სტრატეგიას.

03

სრული ჩართულობა

ჩვენთვის საქმის მიღება მხოლოდ წარმომადგენლობას არ ნიშნავს. ეს არის პასუხისმგებლობა კლიენტის ინტერესებსა და საქმის წარმოების ხარისხზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებთ გააზრებულად, კლიენტთან მუდმივი კომუნიკაციით და საქმეში სრულად ჩართულები ვრჩებით მისი წარმოების ყველა ეტაპზე.

როგორ ვმუშაობთ

პირველი შეხვედრიდან საქმის შედეგამდე.

  1. 1

    კონსულტაცია

  2. 2

    საქმის ანალიზი

  3. 3

    სტრატეგია

  4. 4

    წარმომადგენლობა

  5. 5

    შედეგი

რას ამბობენ ჩვენზე

კლიენტების შეფასებები.

  • სატრანსპორტო კომპანია „IVIRTRANS“ დიდ მადლობას უხდის გაწეული იურიდიული დახმარებისთვის. პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება ახასიათებს ამ სპეციალისტს და უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. სხვა იურისტების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორების შემდეგ მან სწორად წარმოადგინა ჩვენი ინტერესები. გმადლობთ გაწეული შრომისთვის და ყველას ვურჩევთ, მიმართოთ კვალიფიციური დახმარებისთვის. წარმატებებს გისურვებთ.

    IVIRTRANS

    კომპანიათა ჯგუფი

  • დიდი მადლობა პროფესიონალიზმისა და ჩემს საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში დახმარებისთვის. იმედი მაქვს, თქვენი მუშაობა კიდევ ბევრ ადამიანს დაეხმარება საკუთარი სამოქალაქო უფლებების დაცვაში!

    Simon Alex

    ფიზიკური პირი

  • დიდი მადლობა ადვოკატს პროფესიული იურიდიული დახმარებისთვის. მან დაიცვა ჩემი ინტერესები სასამართლოში ჩემ მიმართ წარდგენილი ზიანის ანაზღაურების სარჩელისგან. ეს ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია!

    Andrej Gerasimchik

    დირექტორი

  • ბექა მიცავდა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ცივი იარაღის ტარებას მედავებოდნენ. მის მიერ დანიშნული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ჩემი დანა არ წარმოადგენდა ცივ იარაღს და შესაბამისად გავმართლდი სასამართლოში. დიდი მადლობა!

    ო.ს.

    კლიენტი

  • ბექა ნემსიწვერიძე იყო ჩემი ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეში, სადაც ბრალად მედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში. 9 თვიანი ბრძოლის შემდეგ მან დაამტკიცა, რომ მე ბრალად წარდგენილი დანაშაული არ ჩამიდენია და ჩემს მიმართ გამოვიდა გამამართლებელი განაჩენი. მადლობა!

    გ.ბ.

    კლიენტი

  • ჩემი ადვოკატი იყო ავთანდილ გიორგაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას მედავებოდნენ, რომელ დანაშაულთანაც მე არანაირი კავშირი არ მქონდა. მისი ძალისხმევით და მის მიერ შეგროვებული ალტერნატიული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ მე სრულად გამამართლა და დავუბრუნდი ნორმალურ ცხოვრებას. მან დაამტკიცა, რომ ცრუ მოწმეები ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდნენ ანგარებით!

    მ.კ.

    კლიენტი

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე