გადასვლა მთავარ შიგთავსზე

ბრალდების გადაკვალიფიცირება ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე

გამოქვეყნდა ·

ბრალდების გადაკვალიფიცირება ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე

ბრალდება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაზე გადაკვალიფიცირდა

ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალად ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობა. დაცვის მხარე თავიდანვე მიიჩნევდა, რომ ბრალდებული სრულად უნდა გამართლებულიყო, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას.

საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდა ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ფარულ აუდიოჩანაწერებში არსებული ხმა ბრალდებულის ხმად იყო იდენტიფიცირებული.

დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებდა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სანდოობასა და დასაბუთებულობას, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ კვლევა არასრულყოფილად იყო ჩატარებული, ხოლო დასკვნაში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალობას. ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნის სანდოობას ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებიც.

სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაბამისი არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდა ბრალდების საფუძვლიანობას. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობიდან გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქ დანაშაულზე, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაზე.

მიუხედავად მიღწეული შედეგისა, დაცვის მხარე კვლავ მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულის მსჯავრდებისთვის საკმარისი არ იყო და სასამართლოს სრულად გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოეტანა. ჩვენი პოზიციით, ბრალდების მხარის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა შეიცავდა არსებითად მცდარ მონაცემებს, რის გამოც იგი სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა.

აღნიშნული პოზიციის დამატებით გასამყარებლად დაცვის მხარის ინიციატივით დაინიშნა კიდევ ერთი ექსპერტიზა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში ბრალდებულის სრულად გამართლების მოთხოვნით.

საქმეზე სამართლებრივი დავა გრძელდება. დაცვის მხარის საბოლოო მიზანი ბრალდებულის სრული გამართლებაა.

დაბრუნება: ქეისები

დაკავშირებული საქმეები

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე