გადასვლა მთავარ შიგთავსზე

არასრულწლოვანი შვილების ინტერესების დასაცავად დამცავი ორდერის გამოცემის საქმე

გამოქვეყნდა ·

არასრულწლოვანი შვილების ინტერესების დასაცავად დამცავი ორდერის გამოცემის საქმე

საქმეს აწარმოებდა: ადვოკატი ანი ლომიძე

საქმე ეხებოდა არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვას. ჩვენი კლიენტი — ბავშვების მამა — სასამართლოს მიმართავდა მოთხოვნით, რომ არასრულწლოვანი შვილების დაცვის მიზნით მათი დედის მიმართ გამოცემულიყო დამცავი ორდერი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მამის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დამცავი ორდერის გამოცემაზე უარი განაცხადა.

ჩვენი ბიუროს ადვოკატმა ანი ლომიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე და იმ გარემოებებზე, რომლებიც, ჩვენი პოზიციით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იყო შეფასებული.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო საპირისპირო გადაწყვეტილება — არასრულწლოვანი ბავშვების დაცვის მიზნით დედის მიმართ დამცავი ორდერი 9 თვის ვადით გამოსცა.

საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებებისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების სათანადო შეფასების შედეგად შესაძლებელი გახდა საქმის შედეგის სრულად შეცვლა და არასრულწლოვანთა დაცვისთვის შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება.

საქმეზე კლიენტისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს წარმოადგენდა ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატი ანი ლომიძე

დაბრუნება: ქეისები

დაკავშირებული საქმეები

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე