გადასვლა მთავარ შიგთავსზე

პროფესიული მოსაზრების გამო გათავისუფლებული თანამშრომლის შრომითი უფლებები სასამართლომ აღადგინა

გამოქვეყნდა ·

პროფესიული მოსაზრების გამო გათავისუფლებული თანამშრომლის შრომითი უფლებები სასამართლომ აღადგინა

ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატ ონისე ადამიას წარმატებული წარმომადგენლობით, სასამართლომ დააკმაყოფილა დასაქმებულის სარჩელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ.

დავის საფუძველი გახდა დასაქმებულის მიერ სამუშაო საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პროფესიული მოსაზრების დაფიქსირება, რასაც დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და საბოლოოდ, სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა.

დაცვის სამართლებრივი პოზიცია ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ დასაქმებულის მიერ საკუთარი პროფესიული მოსაზრების გამოხატვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდებოდა, არ უნდა გამხდარიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

სასამართლო დავის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიებს, პროფესიული მოსაზრების გამოხატვის უფლებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების კანონიერებასა და პროპორციულობას.

სასარჩელო მოთხოვნები მოიცავდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, რის შედეგადაც მიღწეულ იქნა ჩვენი მარწმუნებლის დარღვეული შრომითი უფლებების სასამართლო წესით დაცვა.

აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ცხადყოფს დასაქმებულის უფლებების დაცვის, დამსაქმებლის მიერ დისციპლინური მექანიზმების კანონიერად გამოყენებისა და იმ სამართლებრივი გარანტიების მნიშვნელობას, რომლებიც დასაქმებულს დაუსაბუთებელი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სამსახურიდან გათავისუფლებისგან იცავს.

დაბრუნება: ქეისები

დაკავშირებული საქმეები

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე