საქმე ეხებოდა შუამავლობის მომსახურებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ოდენობის საზღაურის მოთხოვნას. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბროკერებმა სასამართლოში სარჩელი წარუდგინეს და დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების გარიგებიდან 10%-ის — 200 000 ლარის — გადახდას ითხოვდნენ.
მოსარჩელეთა პოზიციით, სწორედ მათი საქმიანობის შედეგად მოხდა მყიდველისა და გამყიდველის ერთმანეთთან დაკავშირება და შემდგომ შესაბამისი გარიგების დადება. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით ისინი მიიჩნევდნენ, რომ კლიენტს მათთვის შუამავლობის საზღაური უნდა გადაეხადა.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ პოზიციას. სასამართლოს წარვუდგინეთ მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ მხოლოდ მხარეთა ერთმანეთთან დაკავშირების ან გაცნობის ფაქტი თავისთავად არ წარმოშობდა მოთხოვნილი საზღაურის მიღების უფლებას. მოსარჩელეებს უნდა დაემტკიცებინათ როგორც შესაბამისი შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის არსებობა, ისე უშუალო მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და საბოლოოდ დადებულ გარიგებას შორის.
სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოებები, რომლებიც მოთხოვნილი შუამავლობის საზღაურის დაკისრებისთვის აუცილებელი იყო.
შედეგად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ჩვენს კლიენტს 200 000 ლარის ოდენობის შუამავლობის საზღაურის გადახდა არ დაეკისრა.




