იურიდიული პრაქტიკა 2006 წელს დავიწყე. 2019 წლამდე ვახორციელებდი კერძო საადვოკატო პრაქტიკას სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებით. 2019 წლიდან 2022 წლამდე ვიყავი სხვადასხვა იურიდიული კომპანიის პარტნიორი და დირექტორი, ხოლო 2022 წელს დავაფუძნე „ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიურო“.
პროფესიული საქმიანობის საწყის ეტაპზე ვმუშაობდი როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე. შემდგომ წლებში ჩემი პრაქტიკის ძირითად მიმართულებად სისხლის სამართალი ჩამოყალიბდა, მათ შორის — რთული და მოცულობითი სისხლის სამართლის საქმეები, სადაც დაცვის ეფექტიანობა დამოკიდებულია მტკიცებულებების დეტალურ ანალიზზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სწორ შეფასებასა და დაცვის სტრატეგიის ზუსტად განსაზღვრაზე.
თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმუშავია სხვადასხვა სირთულისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეებზე, მათ შორის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის პროცესებზე. ჩემი პრაქტიკა მოიცავს დაცვის განხორციელებას გამოძიების დაწყებიდან საქმის სასამართლოში განხილვის ყველა ინსტანციამდე, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ პროცესებსა და ექსტრადიციასთან დაკავშირებულ საქმეებს.
პრაქტიკის განმავლობაში არაერთ საქმეზე მიღწეულა სრულად გამამართლებელი განაჩენი, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ბრალდების შეცვლა ან შემსუბუქება და კლიენტისთვის სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები.
ჩემი პროფესიული მიდგომის საფუძველია საქმის სრული და დამოუკიდებელი ანალიზი. დაცვის პოზიცია არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ბრალდების მიერ წარმოდგენილ მასალებზე რეაგირებას. მნიშვნელოვანია მტკიცებულებების დამოუკიდებლად მოძიება და შეფასება, ექსპერტების ჩართვა, პროცესუალური დარღვევების გამოვლენა და საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების შესწავლა.
2022 წელს „ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროს“ დაფუძნება ამ მრავალწლიანი პრაქტიკის გაგრძელება იყო. ბიუროს შექმნის მიზანი იყო სხვადასხვა სპეციალიზაციის ადვოკატებისა და იურისტების ერთ სივრცეში გაერთიანება და ისეთი პრაქტიკის ჩამოყალიბება, სადაც რთულ საქმეზე მუშაობა ეფუძნება არა ერთი იურისტის რესურსს, არამედ საჭიროების შემთხვევაში გუნდის კოორდინირებულ მუშაობას.
დღეს ვხელმძღვანელობ ბიუროს საქმიანობას და პირადად ვარ ჩართული ჩვენს წარმოებაში არსებულ მნიშვნელოვან საქმეებში. ამავე დროს, ბიუროს გუნდი უზრუნველყოფს კლიენტების წარმომადგენლობას სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, კორპორაციული და სამართლის სხვა მიმართულებებით.
ჩემთვის პროფესიული რეპუტაცია იქმნება არა განცხადებებით, არამედ წლების განმავლობაში წარმოებული საქმეებით, მიღებული შედეგებით და იმ ნდობით, რომელსაც კლიენტი ადვოკატს ანდობს. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული „ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროს“ საქმიანობაც — მაღალი პროფესიული სტანდარტი, პასუხისმგებლობა და თითოეული საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა.