გადასვლა მთავარ შიგთავსზე

ბექა ნემსიწვერიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

გამოქვეყნდა ·

ბექა ნემსიწვერიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბექა ნემსიწვერიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

სისხლის სამართლის კომიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი დარგობრივი კომიტეტია, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხების განხილვასთან, ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასთან და შესაბამისი საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ინიციატივების შემუშავებასთან.

კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარის უფლებების გაძლიერებას, ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობას, პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების განხილვასა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის განვითარებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას.

ბექა ნემსიწვერიძე წლების განმავლობაში საქმიანობს სისხლის სამართლის მიმართულებით და მონაწილეობს როგორც რთული და რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებაში, ასევე სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკული და საკანონმდებლო საკითხების განხილვაში.

სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ადვოკატთა პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე არსებული პრობლემების გამოვლენა და ისეთი ინიციატივების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს დაცვის უფლებისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპის რეალურ უზრუნველყოფას სისხლის სამართლის პროცესში.

დაბრუნება: სიახლეები

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე