გადასვლა მთავარ შიგთავსზე

სასამართლომ გააუქმა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა ·

სასამართლომ გააუქმა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება

მიუხედავად ამისა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარი განაცხადა მისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს. კერძოდ, კონტრდაზვერვის სამსახურის დასკვნის თანახმად, არსებობდა ვარაუდის საფუძველი, რომ განმცხადებელი შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის.

ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში. სარჩელში დასაბუთებული იყო, რომ განმცხადებლის მიერ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის რაიმე საფრთხის შექმნის შესახებ ვარაუდი არ გამომდინარეობდა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და არ არსებობდა მისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი.

საქმის განხილვისას სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის კონტრდაზვერვის სამსახურის დასკვნა, რომელიც შეიცავდა შეზღუდული ხელმისაწვდომობის ინფორმაციას და რომლის გაცნობის უფლებამოსილებაც მოცემულ პროცესში მხოლოდ მოსამართლეს ჰქონდა.

სასამართლომ გაიზიარა ჩვენი სამართლებრივი პოზიცია, დააკმაყოფილა სარჩელი და ბათილად ცნო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით წარმატებით იქნა დაცული ჩვენი კლიენტის უფლებები და სასამართლო წესით გაუქმდა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან დაკავშირებულ საფუძვლებს ეყრდნობოდა.

დაბრუნება: ქეისები

დაკავშირებული საქმეები

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე