გადასვლა მთავარ შიგთავსზე

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმების გზით

გამოქვეყნდა ·

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმების გზით

ჩვენი საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელი, ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე, იცავდა პირს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. საქმე წარმოადგენდა მაღალი სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ადმინისტრაციულ დავას, რომლის შედეგმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქეობის სრული აღდგენა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები

საქმის საფუძველი გახდა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთის შესაბამისმა ორგანომ მიაწოდა საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქე XXXXX XXXXXXXX საფრანგეთში დაკავებული იქნა ყალბი უკრაინული პასპორტის შეძენა-გამოყენების ბრალდებით.

ამ ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, უკანონოდ და გადამოწმების გარეშე, მიმართა იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უწყებას, რათა დაწყებულიყო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, იმ არგუმენტით, თითქოს პირი ფლობდა უკრაინის მოქალაქეობას, რაც კანონით გათვალისწინებულ მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად მიიჩნიეს.

მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დარღვევები

აღსანიშნავია, რომ:

  • ადმინისტრაციულ ორგანოს არ გადაუმოწმებია მიიღო თუ არა რეალურად XXXXX XXXXXXXX-მ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა;
  • გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ ვარაუდზე დაყრდნობით;
  • ოჯახს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ეცნობა უკვე დასრულებული იურიდიული პროცედურების შემდეგ, რაც არღვევდა პირის უფლებას ეფექტურ სამართლებრივ დაცვაზე.

შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც XXXXX XXXXXXXX-ს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

დავის საგანი და ადვოკატის სამართლებრივი პოზიცია

პრეზიდენტის ბრძანებულება გასაჩივრდა სასამართლოში ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის მიერ. საქმეში მესამე პირად ჩაერთო სერვისების განვითარების სააგენტო, რომლის დასკვნაც საფუძვლად დაედო პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დაცვის მხარის პოზიცია იყო პრინციპული და სამართლებრივად დასაბუთებული:

  • XXXXX XXXXXXXX არ გამხდარა არცერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა და ვალდებულება გადაემოწმებინა უკრაინის მოქალაქეობის ფაქტი, თუმცა ეს არ განუხორციელებია;
  • საფრანგეთის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ადასტურებდა, რომ „უკრაინული პასპორტი“ იყო ყალბი დოკუმენტი;
  • ყალბი დოკუმენტის გამოყენება შესაძლოა წარმოშობდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საფრანგეთში, თუმცა ვერ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი;
  • აღნიშნულ ყალბ პასპორტში მითითებული სახელი, გვარი და დაბადების თარიღი არ ემთხვეოდა XXXXX XXXXXXXX-ს ოფიციალურ დემოგრაფიულ მონაცემებს.

სასამართლოს გადაწყვეტილება

ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ სასამართლოს წინაშე შეძლო დაესაბუთებინა, რომ:

მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და მიღებული ფაქტობრივი გარემოებების არასრულფასოვანი შესწავლის შედეგად.

საქმის განხილვის შედეგად, სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და:

  • დააკმაყოფილა სარჩელი;
  • ბათილად ცნო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება;
  • შედეგად, ჩვენს კლიენტს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა.

საქმის სამართლებრივი მნიშვნელობა

აღნიშნული საქმე ნათლად აჩვენებს, რომ:

  • საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მკაცრად დადგენილი კანონიერ საფუძვლებზე;
  • ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები;
  • ვარაუდი ან დაუზუსტებელი საერთაშორისო ინფორმაცია ვერ გახდება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი;
  • პროფესიონალური სამართლებრივი დაცვა ეფექტურად უზრუნველყოფს პირის ფუნდამენტური უფლებების აღდგენას.

მოქალაქეობის საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაცია

თუ თქვენს მიმართ დაწყებულია საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, ან უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, დროული და კვალიფიციური იურიდიული დახმარება გადამწყვეტ როლს ასრულებს.

დაგვიკავშირდით კონფიდენციალური კონსულტაციისთვის — მოქალაქეობა არის კონსტიტუციური უფლება, რომლის დაცვაც შესაძლებელია სამართლებრივი გზით.

დაბრუნება: ქეისები

დაკავშირებული საქმეები

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე