გადასვლა მთავარ შიგთავსზე

სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო დავები თბილისში: საკუთრება, ხელშეკრულებები, სასესხო ურთიერთობები, ზიანის ანაზღაურება, სამეზობლო დავები. წარმომადგენლობა სასამართლოს ყველა ინსტანციაში.

წარმომადგენლობა სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში შემდეგ საკითხებზე:

  • საკუთრების უფლებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით
  • გირავნობა
  • იპოთეკა
  • სასესხო ურთიერთობები
  • სამეზობლო დავები
  • უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა/გამოსახლება
  • უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
  • ზიანის ანაზღაურება/მიუღებელი შემოსავალი
  • ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავები (ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, ნარდობა, გადაზიდვა, სატრანსპორტო ექსპედიცია, დაზღვევა, თავდებობა, სამისდღეშიო რჩენა და ა.შ. )
  • დელიქტები
  • უსაფუძვლო გამდიდრება
  • სამეწარმეო დავები
  • კონსულტაცია სამოქალაქო სამართლებრივ საკითხებზე

სამოქალაქო დავები ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ქონებასთან, ფინანსურ ვალდებულებებთან, ხელშეკრულებებთან და პიროვნულ უფლებებთან. ერთი შეხედვით უბრალო შეცდომამ — არასწორად შედგენილმა ხელშეკრულებამ, ვადის გაშვებამ, ან უსაფუძვლო პრეტენზიამ — შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფინანსური ზარალი, ქონების დაკარგვა ან ხანგრძლივი სასამართლო პროცესები.

ჩვენი მიზანია კლიენტის ინტერესების დაცვა როგორც სასამართლოში, ისე კონფლიქტის პრევენციის ეტაპზე.


რა კატეგორიის სამოქალაქო საკითხებზე ვმუშაობთ

  • ხელშეკრულებით ვალდებულებებთან დაკავშირებული დავები
  • ვალის ამოღება და ფინანსური მოთხოვნები
  • მოლაპარაკებები და დარეგულირება
  • ქონებრივ დავები და საკუთრების დამტკიცება
  • პარტნიორებს შორის წარმოქმნილი კომერციული დავები
  • ზიანის ანაზღაურება და ზარალის დადგენა
  • სამომხმარებლო უფლებების დაცვა
  • საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა
  • გადაწყვეტილებების აღსრულების ეტაპზე წარმომადგენლობა

თითოეული საქმე ინდივიდუალურად მოწმდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.


რა მომსახურებას ვაწვდით

  • დოკუმენტების, ხელშეკრულებებისა და მტკიცებულებების ანალიზი
  • სარჩელების, პრეტენზიებისა და განცხადებების მომზადება
  • მოლაპარაკებების წარმოება და დარეგულირების სტრატეგია
  • სასამართლოში კლიენტის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციაში
  • შეთანხმებების ჩამოყალიბება, რათა თავიდან იქნას აიცილებული მომავალი დავები
  • გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი მხარდაჭერა

ჩვენი მუშაობის მიზანია არა ფორმალური პროცესი, არამედ რეალური შედეგი.


როგორ ვმუშაობთ

  • ფაქტობრივი გარემოებებისა და არსებული დოკუმენტების შეფასება
  • იურიდიული რისკების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • სტრატეგიის შემუშავება — სასამართლო თუ დარეგულირების გზით
  • შესაბამისი დოკუმენტების მომზადება
  • წარმომადგენლობა სასამართლოში ან მოლაპარაკებებში
  • საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება

ჩვენთვის მთავარი არის პროცესის გამჭვირვალობა და შედეგზე ორიენტირება.


კონსულტაცია და სამართლებრივი დახმარება

თუ გაქვთ სამოქალაქო-სამართლებრივი პრობლემა — დაგვიკავშირდით ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროს.

ხშირად დასმული კითხვები

  • რა ტიპის სამოქალაქო დავებზე მუშაობთ?

    საკუთრების უფლებიდან გამომდინარე დავები, გირავნობა და იპოთეკა, სასესხო ურთიერთობები, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავები, ზიანის ანაზღაურება, უსაფუძვლო გამდიდრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და სამეზობლო დავები.

  • შესაძლებელია თუ არა დავის მოგვარება სასამართლოს გარეშე?

    ხშირად დიახ. ადვოკატის ადრეული ჩართვა საშუალებას იძლევა დავა მოგვარდეს მოლაპარაკებით ან მორიგებით, სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

  • რა დოკუმენტები უნდა მოვიტანო პირველ შეხვედრაზე?

    ყველაფერი, რაც საქმეს უკავშირდება: ხელშეკრულებები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიმოწერა, ამონაწერები რეესტრიდან და უკვე მიღებული სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტები.

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე