Posted სექ 2024
2019 წელს გორის რაიონის სოფელ თორტიზაში მომხდარი ინცინდენტის გამო შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის პროკურატურა გ.ბ.-ს და ლ.ა.-ს ედავებოდა, რომ მათ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობა ჩაიდინეს, რისთვისაც მათ სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.
გ.ბ.-ს დაცვას ახორციელებდა ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.
პროკურატურას საქმეში წარმოდგენილი ყავდა 60-ზე მეტი მოწმე, ფარული ჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარის აზრით არ ამტკიცებდა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას.
ასევე, მტკიცებულების გამოკვლევისას გამოიკვეთა გამოძიების მხრიდან ჩადენილი არაერთი დარღვევა და დაშვებული შეცდომა.
დაცვის მხარის მიერ დასმული სწორი აქცენტების შედეგად ასევე გამოკვეთილი იქნა, რომ დაზარალებულს გააჩნდა ისეთი ფსიქიკური ნაკლი, რაც მისი ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდა.
შედეგად, ორივე ბრალდებული ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლებულნი იქნენ სასამართლოს მიერ და გათავისუფლდნენ სასამართლოს დარბაზიდან.
ეს საქმე კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მტკიცებულებების ხარისხი და დაცვის სტრატეგია კრიმინალურ საქმეებში, რათა დაცულ იქნას ბრალდებულების უფლებები და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესი.