Posted Фев 2018
ჩვენი მისია მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობის ცოდნა და საკუთარი გამოცდილება გამოვიყენო კლიენტის სასარგებლოდ, იმისათვის, რომ მან მიიღოს საუკეთესო შედეგი საქმეზე. მშრალ ფაქტებთან და ინფორმაციასთან მუშაობისას, რომელსაც კლიენტისგან ვიღებთ, ჩვენ ვქმნით დაცვის ხაზს, რომელიც შეამსუბუქებს მკაცრ სასჯელს ან უდანაშაულობის შემთხვევაში, გაათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან.
თუმცა, ადვოკატის მისია არ შემოიფარგლება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებით მწვავედ დაპირისპირებული მხარეების: ბრალდებულის და ბრალმდებელის მონაწილეობით. ჩვენ ვეხმარებით მათაც, ვისი ურთიერთშეთანხმება უკვე შეუძლებელია განქორწინების დროს, მემკვიდრეობის საკითხების გადაწყვეტისას, საიმიგრაციო უფლების ან ადმინისტრაციული უფლების დაცვის საკითხებში. გადამწყვეტ როლს ამ საკითხებში თამაშობს კანონმდებლობის და მისი პრაქტიკაში გამოყენების ცოდნა, რომელიც არის კლიენტის უფლებების დაცვის გარანტი.
ადვოკატის პროფესია — ერთ-ერთი უძველესია მათ შორის, რაც კაცობრიობას ახსოვს. ჩვენ ვიცავდით, როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე მაღალჩინოსანი ბატონების ინტერესებს ძველი რომის დროიდან და შევძელით შეგვეტანა დიდი წვლილი სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბების პროცესში.