Posted თებ 2018
როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ადვოკატის მომსახურების სპექტრი ძალიან ფართოა. პროფესიის სპეციფიკა გვავალდებულებს გვესმოდეს სამართლის და საქმის წარმოების სხვადასხვა ნიუანსები. მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს ადვოკატის როლი მართლმსაჯულებაში, რომელიც უნდა იყოს უცვლელი დამხმარე არამარტო მისი კლიენტისთვის, არამედ მოსამართლისთვის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქმეზე.
ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ იმ დროს, როცა საჭიროა იურისპრუდენციის შემდგომი სფეროების ცოდნა:
სისხლის სამართალი – სამართლის ერთ-ერთი დარგი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება ითვლება დანაშაულად, ასევე თითოეული დანაშაულისათვის აწესებს შესაბამის სასჯელს. ადვოკატის ჩართულობა სისხლის სამართლებრივი დევნის ადრეულ ეტაპებზე უზრუნველყოფს კლიენტს მაქსიმალური დაცულობით.
ადმინისტრაციული სამართალი – ადვოკატთა მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო. აწესრიგებს სახელმწიფო მმართველობის სფეროში ადმინისტრაციულ–საზოგადოებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მმართველობის ორგანოების შექმნისა და გაუქმების, მათი ორგანიზაციისა და საქმიანობის წესსა და პრინციპებს. ადმინისტრაციული სამართლის ნორმები განსაზღვრავენ, აგრეთვე, მოქალაქეების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, ადგენენ ქცევის სავალდებულო წესებს, აწესებენ პასუხისმგებლობის ზომებს მათი დარღვევისათვის..
სამოქალაქო სამართალი – არის სფერო, რომელის არეგულირებს მოქალაქეებს შორის ქონებრივ და არაქონებრივ საკითხებს. ჩვემი ამოცანაა – მოვახდინოთ კონკრეტული შემთხვევის დამოუკიდებელი შეფასება, რათა უზრუნველჰყოფილი იყოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამართლებრივი თანასწორობა და დაკმაყოფილებული იყოს მოქალაქეთა ინტერესები ზნეობრივი ნორმებისა და ეთიკის დარღვევის გარეშე.
საიმიგრაციო სამართალი – მიგრაციის, ემიგრაციის, რეპატრიაციის და სხვა საკითხების მოგვარება, რომლებიც ეხება თავისუფლად გადაადგილების უფლების რეალიზებას და უცხოელთა ლეგალურად ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე.
მემკვიდრეობის სამართალი – ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა კლიენტებისთვის, რომლებიც ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ. კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია მემკვიდრეობით სამართლებრივ საკითხებში კლიენტს აძლევს საშუალებას მოაგვაროს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები და გაინაწილოს სამკვიდრო ქონება სხვა მემკვიდრეებთან კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
განქორწინება – ადვოკატის სამუშაოს კიდევ ერთი მგრძნობიარე სფეროა. აქ ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად ზუსტად შევაფასოთ ერთობლივად შეძენილი ქონების რაოდენობა და გავანაწილოთ ის ყოფილ მეუღლეებს შორის მათი შემოსავლების, საჭიროებების და არასრულწლოვანი შვილების მოთხვნოლებების შესაბამისად.